ტრენინგი სამემკვიდრეო სამართალში
2016 წლის 6 და 7 აგვისტოს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩაატარა ტრენინგი სამემკვიდრეო სამართალში. ტრენინგს უძღვებოდა სიფა-ს ექსპერტი სამემკვიდრეო სამართალში, იურიდიული კომპანია „უსუფაშვილი, ზედელაშვილი – საადვოკატო ჯგუფი“-ის პარტნიორი, ბატონო გია ზედელაშვილი.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და ჩატარდება სამეწარმეო, საგადასახადო, ვალდებულებით, სამოქალაქო საპროცესო და საოჯახო სამართლის აქტუალურ და პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ტრენინგების ციკლი ტარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართმლსაჯულება და ბავშზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.