ტრენინგი “საქართველოსთან დაკავშირებული ბიზნეს ტრანზაქციები და შესაბამისი დავები; ჰააგის კონვენციათა ახალი რეჟიმი”

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), 2019 წლის 21 ნოემბერს, მისივე წევრებისთვის, ორგანიზება გაუწია ტრენინგის ჩატარებას, თემაზე: ” საქართველოსთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები და შესაბამისი დავები; ჰააგის კონვენციათა ახალი რეჟიმი”. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: შეთანხმებები საერთაშორისო განსჯადობაზე; ცნობა-აღსრულება; ჰააგის რეჟიმი; ინვენსტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ტრანზაქცია და დავა. ტრენინგს უძღვებოდა სიფას წევრი, EY Georgia-ს ასოცირებული პარტნიორი და იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე. ტრენინგი ჩატარდა “იუაი საქართველოს” ოფისში და მასში მონაწილეობას იღებდა 35 ადვოკატი.