ტრენინგი “არასრულწლოვან ბავშვებთან დაკავშირებული სასამართლო დავების პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზები”

2019 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ორგანიზებით, მისი წევრი ადვოკატებისთვის, ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: “არასრულწლოვან ბავშვებთან დაკავშირებული სასამართლო დავების პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზები”. ტრენინგებს უძღვებოდნენ: მოწვეული ექსპერტი, APR გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ფსიქოლოგი თამარ მუმლაძე და იურიდიული ფირმა “უსუფაშვილი და ზედელაშვილი – ადვოკატთა ჯგუფის” ადვოკატი, ნონა ოტიაშვილი. ტრენინგზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სად გადის ზღვარი კლიენტის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის; როდის და როგორ მივმართოთ ფსიქოლოგს, სასამართლოში დავის წარმოების დროს; სანდო მტკიცებულების მოპოვება; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება; დროებითი განკარგულება; ფსიქოლოგიური დასკვნა; ადვოკატების კოლეგიალურობა და მორიგებით დავის დასრულების პრიორიტეტულობა.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 16 ადვოკატი.