„წერილობითი კონკურსის პრეზენტაცია სტუდენტებისათვის“
2015 წლის 10 მარტს 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციისა და „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მიერ ორგანიზებული პროექტის „წერილობითი კონკურსის პრეზენტაცია სტუდენტებისათვის“.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი ქართველი და ერთი ნორვეგიელი სტუდენტი. ქართველი სტუდენტი 3 თვიან სტაჟირებას გაივლის „კორძაძის საადვოკატო ბიუროში“ და გაემგზავრება ინსტიტუციური სასწავლო ვიზიტით ნორვეგიაში, სადაც მოინახულებს და მიიღებს ინფორმაციას სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოებისა და პროკურატურის მუშაობის შესახებ.
ნორვეგიელი სტუდენტი ეწვევა საქართველოს და გაივლის სტაჟირებას პროკურატურაში.
გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ ფულადი პრიზი 500 $.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადმოწერეთ განცხადების ფორმა.