![](https://alfg.ge/wp-content/uploads/2015/06/11039808_750317815077516_1177534696029329387_o.jpg)
„პირველი წერილობითი კონკურსის“ გამარჯვებული გამოვლინდა
2015 წლის 29 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და ნორვეგიულ-ქართული კანონის უზენაესობის ასოციაციის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში „პირველი წერილობითი კონკურსის“ გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
ესეების წერითი კონკურსის გამარჯვებული, ჯემალ გრძელიშვილი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და ნორვეგიულ-ქართული კანონის უზენაესობის ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლეში 3 თვიან სტაჟირებას გაივლის “კორძაძის საადვოკატო ბიუროში”. გამარჯვებულს სერთიფიკატი იურიდიული ფირმების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა შალამბერიძემ გადასცა.