გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსი

7 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებისთვის გაიმართა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსის მეოთხე, დასკვნითი ნაწილის სწავლება.

მიუხედავად დაგეგმილი ცოცხალი ტრენინგისა, რომელიც სწავლებას უფრო ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგი გადატანილი იქნა ონლაინ რეჟიმში.

პრაქტიკული კურსის მეოთხე ნაწილის სწავლებას, უძღვებოდა GIZ ტრენერი – სერგი ჯორბენაძე.

სასწავლო კურსი ოთხი ნაწილისგან შედგებოდა და ჯამში 7 დღეს მოიცავდა.

ადვოკატთა პირველი ნაკადის სწავლება დასრულდა. ხოლო წინასწარ შერჩეული მეორე ნაკადის ადვოკატები სწავლებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთანავე დაიწყებენ. ჯამში 2020 წელს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კურსის ფარგლებში სულ სიფას 20 ადვოკატის გადამზადება არის დაგეგმილი.

ტრენინგის მოდული ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში შეიქმნა.