„დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება სასამართლოს მეშვეობით – 2014-2015 წწ. მდგომარეობის შეფასება და რეკომენდაციები“

2016 წლის 28 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ Holiday Inn”-ში გაიმართა სახელმძღვანელოს „დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება სასამართლოს მეშვეობით – 2014-2015 წწ. მდგომარეობის შეფასება და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია. სახელმძღვანელოში ასახულია დაცვის მხარის შუამდგომლობათა შეფასების სტანდარტები თბილისის საქალაქო, სააპელაციო და აღმოსავლეთ საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში, აგრეთვე გაანალიზებულია ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ჩხრეკა/ამოღება და დათვალიერება, მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობა გამოთხოვის გზით, კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული მიდგომები და სხვ. სახელმძღვანელო მოიცავს რეკომენდაციებს ადვოკატთა კორპუსის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის საგამოძიებო უფლებამოსილების გაძლიერებასა და მხარეებისთვის მტკიცებულებათა მოპოვების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. სახელმძღვანელო შემუშავებულია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველო“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში“ ფარგლებში.