ვაკანსია – აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები

  • პროექტების მოზიდვა და მართვა;
  • დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  • ასოციაციის ხელმძღვანელობითი ფუნქციების შესრულება, მათ შორის, ასოციაციის ჟურნალის წარმოება, ასოციაციის მართვისა და კონტროლის ორგანოების მიერ მიღებული სხვადასხვა აქტებისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია, აღრიცხვა და აღსრულება.
  • ასევე, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარებისთვის, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ასოციაციის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

უპირატესობა მიენიჭება:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
  • სამართლებრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.

საჭირო უნარჩვევები:

  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • პუნქტუალობა
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით, გასაუბრების საფუძველზე, ასოციაციის გამგეობის მიერ.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 13 ივნისამდე.

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდისა) ელ. მისამართზე: office@alfg.ge  

წერილის სათაურის ველში, მიუთითეთ „აღმასრულებელი დირექტორი“.