“იურიდიული განათლება ჟურნალისტებისთვის”

2015 წლის 14 თებერვალს, 12:00 საათზე პროექ “იურიდიული განათლება ჟურნალისტებისთვის” ფარგლებში გაიმართა იმიტირებული პროცესი ჟურნალისტების მონაწილეობით. ღონისძიებას თბილისის სააპელაციო სასამართლო მასპინძლობდა. იმიტირებული პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს გადაეცათ სერტიფიკატები კურსის წარმატებით დასრულებისათვის.

24 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) და ევროკავშირის პროგრამამ „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ჩაატარა სასწავლო პროექტი «იურიდიული განათლება ჟურნალისტებისათვის». პროექტი მოიცავდა ინტენსიურ სასწავლო ტრენინგებს, რომელსაც ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებოდნენ, პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა სასწავლო მასალა ჟუსრნალისტებისთვის.