იურიდიულმა კომპანიებმა “იურიდიული ფირმების ასოციაცია” დააფუძნეს

2014 წლის 26 მარტს, 16:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა ორგანიზაცია – „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციაში გაწევრიანებულია 21 იურიდიული კომპანიადა 200-მდე ასოცირებული წევრი – ადვოკატი. ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს კორპორაციული საადვოკატო მომსახურების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და იურიდიული ფირმების ინტერესების და უფლებების დაცვა.

ასოციაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუმრები საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, საქართველოს იუსიტიციის სამინისტროდან, საქართველოს უმაღლესი სასაწავლოდა წესებულებებიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან. ასოციაციის პრეზენტაციაზე ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ „ასოციაციის მიზანია კორპორაციული საადვოკატო მომსახურების მაღალი სტანდარტების დამკვიდრება, იურიდიული ფირმების ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ადვოკატების უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და განვითარება, იურიდიული მომსახურების ხარისხის ზრდა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება.“

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია დაინტერესებულ იურიდიულ კომპანიებს, რომელიც მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციის დაგეგმილ ღონისძიებებში და ისარგებლებენ ხმის უფლებით ასოციაციის წარმომადგენლობით ორგანიებში. ასევე ასოციაციაში შეუძლიათ გაწევრიანდნენ ადვოკატები, თუმცა ისინი  ვერ ისარგებლობენ ხმის უფლებით, მაგრამ  შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში, ასოციაციის სხდომებში.