მედია ტრენინგი სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე

24 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) და ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე ატარებს ინტენსიურ სასწავლო პროექტს ქართველი ჟურნალისტებისათვის. ორი კვირის განმავლობაში გაიმართება 6 სესია და ორ დღიანი გასვლითი შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.

ჟურნალისტების საგანმანათლებლო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მასპინძლობს.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“.

სასწავლო პროგრამო მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და სამართალწარმოება, არასრულწოვანთა მართლმსაჯულებისა და ოჯახში ძალადობის საკითხები,  ჟურანლისტების პასუხისმგებლობა და ჟურანლისტური ეთიკა, ინფორმაციის მოპოვება და  მედიის როლი მართმსაჯულებაში.

პროექტში მონაწილეობენ ტელე-რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენელები.

პროექტის ბოლოს დაგეგმილია 2 დღიანი გასვლითი ტრენინგი კაჭრეთში, რომლის შემდეგაც კურსის წარმატებით დასრულებისისთვის, მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.