მედია ტრენინგი 03/12/2014

24 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) და ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე ატარებს ინტენსიურ სასწავლო პროექტს ქართველი ჟურნალისტებისათვის. ორი კვირის განმავლობაში გაიმართება 6 სესია და ორ დღიანი გასვლითი შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.

3 დეკემბერს, რიგით მე-5 შეხვედრაზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ჟურნალისტებს ქეთი ქვარცხავამ და ბარბარა სვონიმ განუმარტეს.

ტრენერემბა განიხილეს შემდეგი საკითხები :
• ჟურნალისტის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ცილისწამება, დასჯადი ზიანი;
• ჟურნალისტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა (განხილული იქნება ზოგადი საკითხები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოძიების პროცესში, ან სისხლის სამართლის საქმეებზე მასალების შეგროვებისას; სახელმწიფო საიდუმლოებაზე და სხვა მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, ჟურნალისტთა პასუხისმგებლობის საკითხები)