მედია ტრენინგი 05/12/2014

24 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) და ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე ატარებს ინტენსიურ სასწავლო პროექტს ქართველი ჟურნალისტებისათვის. ორი კვირის განმავლობაში გაიმართება 6 სესია და ორ დღიანი გასვლითი შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.
პარასკევს, 5 დეკემბერს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები ჟურნალისტებს მოსამართლე რენატე უინთერიმ, ეკა გასიტაშვილმა და კახაბერ წერეთელმა გააცვნეს.

განიხილეს თემები:
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაცნობა
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების წარმოების შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები
• განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის გაცნობა
• ბავშვი სამართალდამრღვევების პატიმრობაში ზრუნვის სტანდარტები, გათავისუფლების შემდგომი პერიოდი და სოციალური ინტეგრაცია
• პოლიტიკის ანალიზი და სამართლებრივი რეფორმა