მედია ტრენინგი 26/11/2014

24 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) და ევროკავშირის პროგრამა „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამართლებრივი საკითხების გაშუქებაზე ატარებს ინტენსიურ სასწავლო პროექტს ქართველი ჟურნალისტებისათვის. ორი კვირის განმავლობაში გაიმართება 6 სესია და ორ დღიანი გასვლითი შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ცნობილი ადვოკატები და საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.

რიგით მეორე შეხვედრაზე ირაკლი კორძახიამ განიხილა სამოქალაქო წარმოება და პრეცედენტული სამართალი, ასევე დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდები (მედიაცია, არბიტრაჟი)