„მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში”

2015 წლის, 16 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში” პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პროექტის მიზანია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გასაძლიერებლად დაცვის მხარის საგამოძიებო უფლებამოსილების საკანონმდებლო რეგულირების ხარვეზების გამოკვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში სიფა-ს წევრი ადვოკატები შეაფასებენ დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების 2014-2015 წლების მდგომარეობას თბილისის და რუსთავის სასამართლოებში. პროექტის დასასრულს მომზადდება რეკომენდაციები მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში დაცვის მხარის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.