ონლაინ-სემინარი თემაზე: “ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის პრობლემატიკა სისხლის სამართალწარმოებაში”

2020 წლის 5 ნოემბერს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით და ორგანიზებით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატებისთვის ჩატარდა ონლაინ – სემინარი თემაზე: “ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის პრობლემატიკა სისხლის სამართალწარმოებაში”.

სემინარის მონაწილეებს მიესალმნენ და თემის აქტუალობას ხაზი გაუსვეს IRZ-ის სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის პროექტების მენეჯერი – ხათუნა დიასამიძე და სიფას აღმასრულებელი დირექტორი – თამარ მეტრეველი.

სემინარს უძღვებოდა გერმანელი ექსპერტი, ზიგენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე უვე შტარქი.

სემინარზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:

– გერმანული საკანონმდებლო ნორმები ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თვალსაზრისით

– მითითების ვალდებულების წინაპირობები

– მთავარი სხდომის შეჩერება სისხლის სამართლის უფრო მკაცრი ნორმის გამოყენებისას

– სამართალწარმოების შეჩერება

– სხდომის გადადება ადვოკატის შეფერხების/მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში

– შუამდგომლობები და გასაჩივრების წესი.

სემინარის ბოლოს გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია, სადაც სიფას ადვოკატებმა გერმანელ ექსპერტს მიაწოდეს ქართული გამოცდილება და ის პრობლემები, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკაში არსებობს.

ონლაინ-სემინარში მონაწილეობას იღებდა სიფას 20-მდე ადვოკატი.