„პირველი წერილობითი კონკურსის“ გამარჯვებული გამოვლინდა

2015 წლის 29 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და ნორვეგიულ-ქართული კანონის უზენაესობის ასოციაციის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში   „პირველი წერილობითი კონკურსის“ გამარჯვებულის  დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

ესეების წერითი კონკურსის გამარჯვებული, ჯემალ გრძელიშვილი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და ნორვეგიულ-ქართული კანონის უზენაესობის ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლეში 3 თვიან სტაჟირებას გაივლის “კორძაძის საადვოკატო ბიუროში”. გამარჯვებულს სერთიფიკატი იურიდიული ფირმების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა შალამბერიძემ გადასცა.