სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან

2015 წლის 26 მარტს  18:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება– საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტ – „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავებ”-ზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც ეხება: აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დაპატიმრების გადასინჯვის შესაძლებლობასა და დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გამოცხადებას, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას,  საგამოძიებო/სხვა საპროცესო მოქმედებებს ადვოკატის ან ადვოკატის ოფისის მიმართ, სასამართლოს ინიციატივით ბრალდებულისათვის კვალიფიკაციის შეცვლას, დაზარალებულის უფლებრივ მდგომარეობას, სტაჟიორისა და თანაშემწის ინსტიტუტების გაძლიერებას, მტკიცებულებათა გამოთხოვასა და დასაშვებობას და სხვა მნიშნელოვან საკითხებს, რომელიც უზრუნველყოფს  თანასწორობის პრინიცპის დაცვას სისხლის სამართლის პროცესში.