საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი გახდა

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი გახდა. საქართველოს სავაჭრო პალატა წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის კორპორაციას, რომელიც აერთიანებს რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და მეწარმე სუბიექტებს.  პალატა დაფუძნებულია  „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით, უზრუნველყოს პალატაზე კანონით დელეგირებული მომსახურების გაწევა და საქართველოს ბიზნეს სუბიექტების ინტერესების დაცვა.