საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრებით მიმართა

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა წერილობითი მოსაზრებით Amicus Curiae ინსტიტუტის ფარგლებში.

სიფა-ს მოსაზრებები ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინებაში (#608-609) წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონსტიტუციით აღიარებული მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედება და კონსტიტუციით დაცული სტანდარტების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში, ასევე სახელმწიფოს მიხედულების ფარგლებს კონსტიტუციის 85-ე მუხლთან მიმართებით.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სისხლის სამართლის ჯგუფის ადვოკატებმა შეიმუშავებს მოსაზრებები აღნიშნულ შეკითხვებთან დაკავშირებით. მოსაზრებები განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტებით.

სიფა-ს მოსაზრებები განსახილველად  წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-141 მუხლის თანახმად.