საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების პრეზენტაცია

2014 წლის 8 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს იურიდულ ფირმათა ასოციაციის მხარდაჭერით გამართა საარბიტრაჟო წესების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლის ძირითად ნაწილს პრაქტიკოსი იურისტები წარმოადგენდნენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ასევე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყანაში მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიმართ და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ამ სფეროს განვითარების მნიშვნელობას.
პრეზენტაციაზე დამსწრეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესებს და ასევე მიეღოთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს საარბიტრაჟო ცენტრში დავების განხილვა.