შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან

28 მაისს, მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გაიმართა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრ ადვოკატებსა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფისათვის” რეკომენდაციები შეიმუშავა. პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კვლევის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე, სისხლის სამართლის პროცესის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დაპატიმრების გადასინჯვის შესაძლებლობასა და დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გამოცხადებაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობაზე, საგამოძიებო/სხვა საპროცესო მოქმედებებზე ადვოკატის ან ადვოკატის ოფისის მიმართ, სასამართლოს ინიციატივით ბრალდებულისათვის კვალიფიკაციის შეცვლაზე, დაზარალებულის უფლებრივ მდგომარეობაზე, ადვოკატის სტაჟიორისა და თანაშემწის ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მტკიცებულებათა გამოთხოვასა და დასაშვებობაზე და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობის პრინიცპის დაცვას სისხლის სამართლის პროცესში.