სიფამ დაიწყო ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) დაიწყო ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის – „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავებ”-ის განხორციელება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სიფა–ს წევრი ადვოკატები და სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფი განახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკის ანალიზს. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების კვლევას. პროექტის მიზანს წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის გასაძლიერებლად რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხილვა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე მხარეებთან და სასამართლოსთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.