სიფასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმდა მედიაციის მემორანდუმი

2017 წლის 4 მაისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ სასამართლო მედიაციის პროექტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის გაფორმდა მედიაციის მემორანდუმი, რომლის მიზანია დავების მორიგებით დასრულების ხელშეწყობა, ამ მიზნით მედიაციის გამოყენება და მედიაციის შესახებ ცნობადობის გაზრდა.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა დამსწრეებს მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ამასთან, საუბარი იყო სასამართლო მედიაციის პროექტის 2017 წლის სტატისტიკასა და ამ საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო მედიატორთა პრაქტიკაში დაგროვილი პრობლემური საკითხები, დადებითად შეაფასეს მემორანდუმის ხელმოწერა და გამოთქვეს სურვილი, ამ საკითხის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყონ და გააგრძელონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სხვა დაწესებულებებთანაც.