სიფა კვლავ აგრძელებს შეხვედრებს სამშენელო სამართლის პრაქტიკულ კურსთან დაკავშირებით

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აგრძელებს ინტენსიურ, პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში. ბოლო 2 შეხვედრა, 25 მაისს და 1 ივნისს გაიმართა ცოცხალ, ფიზიკური შეხვედრის რეჟიმში, საერთო-სამუშაო სივრცე “ტერმინალში”. შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნა მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, მათ შორის ხელშეკრულებები მშენებლობის განმავლობაში და ფართების რეალიზაციისას.
შეხვედრებს უძღვებობდნენ სიფას წევრი იურიდიული ფირმა GLCC-ის დირექტორი, ალექსანდრე ქამუშაძე და JG Counselors აღმასრულებელი დირექტორი, სიფას ასოცირებული წევრი, ნიკოლოზ აბუთიძე.
ორივე შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა სამშენებლო კომპანიებისა და იურიდიული ფირმების 14 პრაქტიკოსი იურისტი.
სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი ორგანიზებულია საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ, GLCC -თან პარტნიორობით.