სიფა-მ მონაწილეობა მიიღო CIPE-ს მცირე გრანტების შემაჯამებელ ღონისძიებაზე

2022 წლის 1 თებერვალს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ მეტრეველმა, მონაწილეობა მიიღო CIPE-ის მცირე გრანტების შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სადაც წარადგინა მოკლე ანგარიში, გრანტის ფარგლებში განხორცილებული აქტივობებისა და მისი შედეგების შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ბიზნეს ასოციაციების, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE), ამერიკის სოლიდარობის ცენტრის და საქართველოს პროფკავშირების წარმოამდგენლები.
მცირე გრანტების ფარგლებში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2021 წლის ოქტომბერში, ორგანიზება გაუწია 2 იდენტურ, ორდღიან, ტრენინგს, საქართველოს შრომის კოდექსში შესულ უახლეს ცვლილებებთან დაკავშირებით. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სიფას 40-მა ადვოკატმა.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მადლობას უხდის კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრს და სოლიდარობის ცენტრს მხარდაჭერის და თანადგომისთვის!