სიფა-ს 2016 წლის ანგარიშისა და ასოციაციის №3 ჟურნალის პრეზენტაცია

2017 წლის 4 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო “Holiday Inn Tbilisi”- ში გაიმართა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საერთო კრება. ასოციაციის თავმჯდომარემ კრებაზე წარმოადგინა 2016 წლის წლიური ანგარიშისა და ასოციაციის მე-3 ჟურნალის პრეზენტაცია. წლიური ანგარიში მოიცავდა სიფა-ს მიერ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებს, მათ შორის: საგანმანათლებლო ღონისძიებები, ტრენინგები, ლანჩ შეხვედრები, სიფა-ს გამოცემები, საკანონმდებლო ცვლილებები, ადვოკატთა კლუბი, მიმდინარე პროექტები და სხვ. სიფა-ს ჟურნალი გამოიცემა კვარტალში ერთხელ, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერძე (WWW.ALFG.GE), სადაც შეგიძლიათ იხილოთ სამეცნიერი სტატიები, სამართლის ძეგლი და სხვა საინტერესო ინფორმაცია იურიდიული წრის წარმომადგენლებისთვის.