ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში

გრძელდება ტრენინგების სერია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში, რომელიც ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად არის შექმნილი.

31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს მიმდინარეობდა კურსის მესამე ნაწილის სწავლება, რომელსაც უძღვნებოდა GIZ ტრენერი – ნანა ამისულაშვილი.

სასწავლო კურსი ოთხი ნაწილისგან შედგება და ჯამში 7 დღეს მოიცავს. სიფას ადვოკატთა პირველი ნაკადის სწავლება 7 ნოემბერს დასრულდება, ხოლო 14 ნოემბრიდან სწავლებას წინასწარ შერჩეული მეორე ნაკადის ადვოკატები დაიწყებენ.ჯამში

ოქტომერ-ნოემბრის თვეში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კურსის ფარგლებში სულ სიფას 20 ადვოკატი გადამზადდება.

ტრენინგის მსველობისას სრულად არის დაცული COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები.