ტრენინგი გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, GIZ -ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა)  ადვოკატთა პირველი ნაკადისთვის დაიწყო ტრენინგი გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსში (ნაწილი I).
ტრენინგის მოდული ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში შეიქმნა. ის მთლიანად მორგებულია ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით მოწესრიგებულ დებულებებზე და წარმოადგენს გადახდიუუნარობის სფეროში საბაზისო ცოდნის მიღების პირველ საფეხურს.
სასწავლო კურსი ოთხი ნაწილისგან შედგება და ჯამში 7 დღეს მოიცავს.
17 და 18 ოქტომბერს სასწავლო კურსის პირველ ნაწილში სწავლებას სიფას 10 ადვოკატი ესწრებოდა.
პირველი ნაწილს უძღვებოდა GIZ ტრენერი, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.
სიფას ადვოკატთა პირველი ნაკადის სწავლება 7 ნოემბერს დასრულდება, ხოლო 14 ნოემბრიდან სწავლებას წინასწარ შერჩეული მეორე ნაკადის ადვოკატები დაიწყებენ.
ჯამში ოქტომერ-ნოემბრის თვეში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კურსის ფარგლებში სულ სიფას 20 ადვოკატი გადამზადდება.
ტრენინგის მსველობისას სრულად არის დაცული COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები.