ტრენინგი თემაზე – “სამეწარმეო სამართალი”

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2017 წლის 17 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩაატარა მორიგი ტრენინგი თემაზე – “სამეწარმეო სამართალი“. ტრენინგს უძღვებოდა სიფას ექსპერტი – იურიდიული კომპანია „ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი“-ის პარტნიორი – უჩა ქირია. ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს. გასული ოთხი თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა სამემკვიდრეო, საოჯახო და საგადასახადო სამართალში, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. ტრენინგების თემები შერჩეულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ. კვლევისას ადვოკატების გამოკითხვამ აჩვენა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები გაფართოებული მანდატის ფარგლებში პროფესიული ცოდნის ამაღლებას საჭიროებენ სამოქალაქო სამართლის შემდეგ დარგებში: საოჯახო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო წარმოება პირველ ინსტანციაში. ტრენინგების ციკლი ტარდება გაეროს პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.