ტრენინგი “ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებების პრობლემური საკითხები, საქართველოს მაგალითზე”

2020 წლის  27 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ,  მისივე წევრებისთვის,  ორგანიზება გაუწია ონლაინ ტრენინგს, თემაზე:  “ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებების პრობლემური საკითხები, საქართველოს მაგალითზე”. ტრენინგს უძღვებოდა სიფას წევრი, იუაი საქართველოს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე.

ტრენინგზე,   მონაწილეთა აქტიური ჩართულობით და საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების საფუძველზე,  საინტერესო დისკუსია გაიმართა   “სახელმწიფო ქონების კანონში” 2013 წლის ნოემბერში განხორციელებულ ცვლილებასთან, კერძოდ კი, კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტთან დაკავშირებით. რის საფუძველზეც ინვესტორის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხევვაში, სახელმწიფოს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება და გავიდეს ხელშეკრულებიდან; რა დროსაც,  სახელმწიფოს უკან უბრუნდება პრივატიზაციის შედეგად გასხვისებული ქონება, ხოლო ინვესტორს არ აუნაზღაურდება ქონებაში გადახდილი თანხა და გაწეული ხარჯები.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდა სიფას 15 ადვოკატი.