ტრენინგი “შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენება საგადასახადო ორგანოს საქმიანობაში”

2020 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირების ასოციაციის ორგანიზებით, სიფას წევრებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენება საგადასახადო ორგანოს საქმიანობაში”. ტრენინგი ეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. (საქმე #ბს-854-846 (-16))

ტრენინგზე სიღრმისეულად იყო  განხილული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები, რომლებსაც   უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს როგორც საგადასახადო ორგანოს, ისე გადასახადის გადამხდელთა საქმიანობაში.

 შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის მითითებული  მუხლის გამოყენების მართლზომიერება არაერთხელ გამხდარა სამართლებრივი დავის საფუძველი, რაზეც სასამართლოს არ ქონდა ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკა.  მოცემული გადაწყვეტილებით   განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილების ფარგლები და ის წინაპირობები, რომელიც უნდა არსებობდეს სამასახურის მიერ გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის დროს. 

ტრენინგს უძღვებოდნენ  სიფას წევრი, GLCC-ის სასამართლო პრაქტიკის ხელმძღვანელი,  ნიკოლოზ აბუთიძე  და  EY პარტნიორი, აუდიტორი საგადასახადოს მიმართულებით, ზურაბ ნიკვაშვილი.

ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითებით და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას იღებდა სიფას 18 ადვოკატი.