შეხვედრა „საქართველოს ადამიანის უფლებათა ქსელის“ წარმომადგენლებთან

2015 წლის, 23 ივლისს, 17:00 საათზე სიფა-ს ოფისში გაიმართა შეხვედრა სიფა-ს წევრ ადვოკატებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ადამიანის უფლებათა ქსელის“ წარმომადგენლებს შორის.  ორგანიზაცია „საქართველოს ადამიანის უფლებათა ქსელი“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს ანალიტიკურ-კვლევით პროექტს „ნაფიცი მსაჯულები სისხლის სამართლის პროცესში“. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადვოკატებს გააცნეს ინფორმაცია წინამდებარე კვლევის საგანთან მიმართებით. ადვოკატებმა, თავის მხრივ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაანდეს თავიანთი ხედვა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის დასაბუთებულობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. განხილულ იქნა აგრეთვე აღნიშნული საკითხის შესაბამისობა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, კერძოდ, დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის უფლებასთან.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს სურვილი მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ.