შეხვედრები სამშენებლო სამართლის პრაქტიკულ კურსთან დაკავშირებით

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აგრძელებს ინტენსიურ, პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში. ბოლო სამი შეხვედრის ფარგლებში (2, 9, 16 მარტი) განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
– მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების წესი (ძირითადი მოთხოვნები შენობის მიმართ; შენობის ენერგოეფექტურობა; შენობის განთავსების წესი; შენობის მაქსიმალური სიმაღლე; საზიარო კედელი/შემოღობვა/წყალარინება; ავტოსადგომი).
– მშენებლობის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები (მშენებლობის განხორცილების სამართლებრივი საფუძვლები; სამშენებლო სამუშაოების სახეები და შენობა-ნაგებობათა კლასები; წინასაპროექტო კვლევის საფუძვლები და სახეები; მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი).
– უსაფრთხოება (მშენებლობის უსაფრთხოება; შრომის უსაფრთხოება).
შეხვედრას უძღვებობდნენ სიფას წევრი იურიდიული ფირმა GLCC-ის დირექტორი, ალექსანდრე ქამუშაძე და JG Counselors აღმასრულებელი დირექტორი, სიფას ასოცირებული წევრი, ნიკოლოზ აბუთიძე.
შეხვედრები მიმდინარეობდა ონლაინ ფორმატში და მასში მონაწილეობას იღებდა სამშენებლო კომპანიებისა და იურიდიული ფირმების 14 პრაქტიკოსი იურისტი.
სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი ორგანიზებულია საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ, GLCC -თან პარტნიორობით.