საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაცია (სიფა) 2017 წლის 8 ნოემბერს, 19:30 საათზე „ქარვასლა“-ში ადვოკატთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებას მართავს.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები, რომელთა ძალისხმევით და დამსახურებით განვითარდა და გაძლიერდა ადვოკატის პროფესია. სიფა-ს თავმჯდომარე ბ-ნ ზვიად კორძაძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს სიფა-ს ხედვებს პროფესიული განვითარების მიმართულებით და წარუდგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარეობის კანდიდატს ლევან ჯანაშიას.
სიფა დღეისათვის აერთიანებს საქართველოში არსებულ 25-ზე მეტ უმსხვილეს იურიდიულ კომპანიას და არის არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი.