დეკემბერი 2016

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2016 წლის 22-23 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩაატარა მორიგი ტრენინგი თემაზე - „სამოქალაქო დავის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში“. ტრენინგს უძღვებოდა სიფას ექსპერტი - იურიდიული კომპანია „ბოჭორიშვილი, მიქანაძე, პაპუაშვილი – ბიზნეს-სამართლებრივი კონსულტაციას“ თანადამფუძნებელი - კობა ბოჭორიშვილი.

2016 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე და დამფუძნებელი პარტნიორები შეხვდნენ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) ექსპერტს, იურიდიული განათლების დარგში, ბატონ ენტონი ფისერს. ბატონი ენტონი ფისერი სიფა-ს დაეხმარება სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 3 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩაატარა მორიგი ტრენინგი საგადასახადო  სამართალში. ტრენინგს უძღვებოდა სიფა-ს ექსპერტი საგადასახადო სამართალში,  „ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი“-ის მმართველი პარტნიორი, ბატონი აკაკი ჩარგეიშვილი. ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და