სამუშაო შეხვედრა ენტონი ფისერთან

2016 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე და დამფუძნებელი პარტნიორები შეხვდნენ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) ექსპერტს, იურიდიული განათლების დარგში, ბატონ ენტონი ფისერს. ბატონი ენტონი ფისერი სიფა-ს დაეხმარება სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სტაჟირების კონცეფციის საბოლოო პროექტის შემუშავებაში, რა მიზნითაც 8-9 დეკემბერს, PROLoG-ის მხარდაჭერით იგეგმება გასვლითი სამუშაო შეხვედრა კახეთში, სასტუმროში „ლოპოტა“.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრ იურიდიულ კომპანიებს შორის გაფორმებულია სტაჟირების ერთიანი მოდელის დანერგვის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც იურიდიული კომპანიები იწყებენ ადვოკატის პროფესიაში სტაჟირების გავლის ერთიანი წესის ამოქმედებას.