შპს „ქართული იურიდიული ჯგუფი“ წარმოადგენს უცხოელი და ადგილობრივი, მცირე და მსხვილი კლიენტების ფართო სპექტრს. როგორც მრჩეველი, ფირმას მონაწილეობა აქვს მიღებული სადაზღვევო და საბანკო ბიზნესის, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სექტორის, ავიაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში. კლიენტებს შორის არიან საერთაშორისო ავიაკომპანიები, გლობალური სატელეკომუნიკაციო კომპანიები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. გუნდმა უზრუნველყო ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურება რიგი საერთაშორისო სამართლისა და საბუღალტრო ფირმისთვის, როგორიცაა Baker & McKenzie, Arthur Andersen და ა.შ. მათი პრაქტიკა მოიცავს კლიენტთა კონსულტაციებს, სასამართლო დავასა და არბიტრაჟს ბიზნესის, საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროში. ამასთან, უმსხვილესი პროექტები მოიცავს კორპორაციულ იურიდიულ მომსახურებას, ენერგეტიკასა და ტელეკომუნიკაციებს, საგადასახადო და საბაჟო წარმომადგენლობას და კონსულტაციებს, პრივატიზებას.