სამუშაო შეხვედრა კომერციულ დავებთან დაკავშირებით

EU4Justice -სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ორგანიზებით, 2019 წლის 24 სექტემბერს , საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წარმომადგენლებთან, მოეწყო სამუშაო შეხვედრა, კომერციული სამართლის საკითხებზე. შეხვედრას მოწვეული ექსპერტი, ავსტრიის ყოფილი მოსამართლე, ბატონი კარლ პუსკალერი უძღვებოდა. შეხვედრის მიზანს ადვოკატების მხრიდან კომერციული დავების მიმართულებით არსებული პრაქტიკის განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის 10 წარმომადგენელი.