საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საერთო კრება N5

2018 წლის 12 აპრილს, სასტუმროში “Radisson Blu Iveria” საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) რიგით მეხუთე საერთო კრება გამართა.

საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სიფას განვლილი 4 წლის  საქმიანობის ანგარიში, აუდიტის ფინანსური დასკვნა, ისაუბრა სიფას მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

კრების დასასრულს ჩატარდა სიფას მმართველი ორგანოს, კერძოდ გამგეობის წევრების არჩევნები. სულ 16 კანდიდატი იყო დასახელებული, მათგან კი, სიფას ნამდვილ წევრთა ხმათა უმრავლესობით 12 კანდიდატი აირჩა. გამგეობის ახალი შემადგენლობა უკვე შეუდგა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ასოციაციას.  კერძოდ, გამგეობის წევრები გახდნენ:

  1. აკაკი ჩარგეიშვილი (სპსაკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი“)
  2. ამირან მაკარაძე – (შპსბეგიაშვილი და კომპანია”)
  3. გიორგი სვანაძე – (შპსიუაი საქართველო“ – EY Georgia)
  4. გოჩა სვანიძე – (კსსვანიძე და პარტნიორები“)
  5. დადუნა კოხრეიძე – (შპსნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“)
  6. დავით კიკალეიშვილი – (შპსიურიდიული ფირმა VBAT“)
  7. ზვიად კორძაძე – (კსკორძაძის საადვოკატო ბიურო“)
  8. კახა შარაბიძე – (შპსბიზნეს ლიგალ ბიურო“ – BLB)
  9. სანდრო ბიბილაშვილი – (შპსბიჯიაი ედვაიზორი სერვის იზ ჯორჯია“ BGI )
  10. სოფო როინიშვილი – (სპსსაადვოკატო ბიურო კორძახია ჟღენტი”)
  11. ქეთევან მირიანაშვილი – (Law Consulting Group
  12. ქეთევან ქვარცხავა – (შპსბიელსი“ – BLC)

სხდომაზე გამგეობის ახალმა შემადგენლობამ ხმათა უმრავლესობით ასოციაციის თავმჯდომარედ ზვიად კორძაძე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ ქეთევან ქვარცხავა აირჩია.

ღონისძიების შემდეგ,  სიფამ  რესტორანში  „ქეთო და კოტე“ აღნიშნა ასოციაციის დაფუძნებისა  და წარმატებული საქმიანობის ოთხი წელი. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2014 წლიდან არსებობს და მასში 27 წამყვანი იურიდიული ფირმაა გაერთიანებული.

სიფა მადლობას უხდის ყველა პარტნიორ დონორ ორგანიზაციას ამ 4 წლის განმავლობაში მიღებული  მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია – მთავარი