შეხვედრა ირიბი მტკიცებულებების თაობაზე

2015 წლის, 28 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა), ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გამართა შეხვედრა თემაზე ‘საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბი მტკიცებულებების თაობაზე“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ის ნორმები, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა  და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ქეთი ერემაძე და მაია კოპალეიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ვახტან ხმალაძე, აგრეთვე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წევრი ადვოკატები.