ტრენინგი “დავების გადაწყვეტის წესი საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად”
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ორგანიზებით, 2019 წლის 22 ნოემბერს, სიფას წევრი ადვოკატებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “დავების გადაწყვეტის წესი საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად”. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინვესტიციის დაცვის მექანიზმები; დავის გადაწყვეტის მეთოდები; ICSID-ის იურისდიქცია; გადაწყვეტილების საბოლოობა და აღსრულება. ტრენინგს უძღვებოდნენ სიფას წევრები, BLC-ის მმართველი პარტნიორი ქეთევან ქვარცხავა და BLC-ის უფროსი იურისტი რუსუდან ჭკუასელი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 31 ადვოკატმა.