ტრენინგი კერძო სამართლის ადვოკატებისთვის
2019 წლის 13-14 აპრილს, კაჭრეთში, სასტუმრო “ამბასადორში”, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ორგანიზებით, მისი წევრი, კერო სამართლის ადვოკატებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები და მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი”. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ სიფას წევრი იურიდიული ფირმების 27 ადვოკატი. ტრენინგზე ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე ქ-ნ მზია თოდუა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სკვალიფიკაციო პალატის წევრი ქ-ნ ეკატერინე გასიტაშვილი. ტრენინგი პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა, რომელიც ასევე, მოიცავდა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვას სახელშეკრულებო, სანივთო, დელიქტიდან და კონდიქციიდან გამომდინარე მოთხოვნებთან დაკავშირებით.