ტრენინგი თემაზე “მედიაცია: ახალი კანონი, ახალი კონვენცია, ახალი შესაძლებლობები”

2019 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “მედიაცია: ახალი კანონი, ახალი, კონვენცია, ახალი შესაძლებლობები”. ტრენინგზე განხილული იქნა 2019 წლის სექტემბერში მიღებული “საქართველოს კანონი მედიაციის შესახებ”; სინგაპურის მედიაციის კონვენცია, მისი მიზანი, ფარგლები, მოლოდინები და ზეგავლენა საერთაშორისო მედიაციის პრაქტიკაზე. ტრენინგს უძღვებოდნენ: მოწვეული ექსპერტი, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე და რეგისტრირებული მედიატორი სოფიო ტყემალაძე და სიფას წევრი, სპს საადვოკატო ბიურო “კორძახია, ჟღენტი”-ს პარტნიორი, რეგისტრირებული მედიატორი ირაკლი კორძახია. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 22 ადვოკატმა.