„ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის“

2016 წლის, 17 მარტს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია.  კონკურსის შედეგად გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სამი გამარჯვებული.  გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 600 აშშ, 400 აშშ და 200 აშშ დოლარის ოდენობით და გაივლიან  სტაჟირებას სიფა-ს წევრ იურიდიულ კომპანიებში. გამარჯვებულთა სტატიები აგრეთვე გამოქვეყნდება ქართულ და ნორვეგიულ სამართლის ჟურნალებში.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის პროგრამა უკვე მეორედ აცხადებს წერილობით კონკურსს სტუდენტებისთვის. 2015 წლის გამარჯვებულმა სტუდენტმა გაირა სტაჟირება სიფა-ს წევრ იურიდიულ კომპანიაში და გაემგზავრა ინსტიტუციური სასწავლო ვიზიტით ნორვეგიაში.

 

იხილეთ ამ განცხადების ტექსტი  ინგლისურ ენაზე  განაცხადის ფორმა

განცხადება ასევე შეგიძლიათ ნახოთ  http://www.jobs.ge/110589/