“ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი“

ვებ-გვერდი: lawyersgroup.ge
ტელ: 577 43 17 13
ელ.ფოსტა: officelawyersgroup@gmail.com

“ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფის” წევრები 1997 წლიდან ეწევიან საადვოკატო საქმიანობას სამართლის ყველა სფეროში, მათ შორისაა: სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სამეწარმეო, გაკოტრების, გადახდისუუნარობის, სახელშეკრულებო, სადაზღვევო, საოჯახო და მემკვიდრეობის, შრომის, საავტორო, საგადასახადო, სამშენებლო, სისხლის სამართალი. კომპანია იურიდიული მომსახურების ფარგლებში წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციაში, საგადასახადო ორგანოებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, არქიტექტურის სამსახურში, გამგეობაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. კომპანია ახორციელებს სამართლებრივ მომსახურებას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.