არქივი

2018 წლის 9 თებერვალს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi გაიმართა ტრენინგი საკორპორაციო სამართალში. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და პროფესორი გიორგი ჯუღელი. ტრენინგი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორთა უფლებებთან დაკავშირებული დავები, შპს-დან პარტნიორის გარიცხვა და შპს-დან პარტნიორის გასვლა. კერძოდ, ნინო ბაქაქურმა ისაუბრა თანაბარი წილობრივი მონაწილეობით

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2018 წლის 1 თებერვალს, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi ლანჩ-მითინგი გამართა. ლანჩ-მითინგის თემა განისაზღვრა სიფას წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით და იგი შეეხებოდა იურიდიული ფირმების კორპორატიული ეთიკის სტანდარტებსა და ორგანიზაციულ - სამართლებრივი მოწყობის საკითხებს. შეხვედრას უძღვებოდნენ იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე - ზვიად კორძაძე, იურიდიული ფირმა „კორძახია ჟღენტი“-ს პარტნიორი - ირაკლი კორძახია, აღნიშნული ფირმის ადვოკატი -

2017 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, პროექტის – „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების სახით გამართა კერძო-საჯარო დისკუსია. დისკუსიას, პროექტში მონაწილე ადვოკატებთან ერთად, ესწრებოდნენ გადახდისუუნარობის სფეროთი დაინტერესებული იურისტები, ასევე შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და თი-ბი-სი ბანკის წარმომადგენლები. დისკუსიის თემა იყო „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიის განვითარება, როგორც გადახდისუუნარობის რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი." აღნიშნული შეხვედრის

2017 წლის 27-29 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, პროექტის - „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში მორიგი ტრენინგი გაიმართა. ტრენინგი შეეხებოდა ინგლისის საკორპორაციო გადახდისუუნარობის სამართალს, რომელსაც უძღვებოდა ტრენინგისთვის სპეციალურად მოწვეული, ბრიტანელი ექსპერტი, ადვოკატი და გადახდისუუნარობის მმართველი - ობერონ კვოკი (Oberon Kwok; St Philips Chambers). ბატონმა ობერონმა პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს გააცნო ინგლისის გადახდისუუნარობის სამართლის კანონმდებლობა. ისაუბრა გადახდისუუნარობის

საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაცია (სიფა) 2017 წლის 8 ნოემბერს, 19:30 საათზე „ქარვასლა“-ში ადვოკატთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებას მართავს. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები, რომელთა ძალისხმევით და დამსახურებით განვითარდა და გაძლიერდა ადვოკატის პროფესია. სიფა-ს თავმჯდომარე ბ-ნ ზვიად კორძაძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს სიფა-ს ხედვებს პროფესიული განვითარების მიმართულებით და წარუდგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარეობის კანდიდატს ლევან ჯანაშიას. სიფა

2017 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi გამართა ლანჩ-მითინგი სამშენებლო სამართლის საკითხებზე. ღონისძიებაზე საუბარი იყო FIDIC -ის წესებზე და მათი გამოყენების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებზე. FIDIC-ის წესებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრას უძღვებოდნენ იურიდიული კომპანია BLC-ის უფროსი იურისტი - ლაშა უფლისაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე,

2017 წლის 26-27 და 29-30 სექტემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში კიდევ ორი ტრენინგი გამართა. 26-27 სექტემბრის ტრენინგს თემაზე „საგადასახადო სამართლებრივი ასპექტები გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესში“ G4G-ის ოფისმა უმასპინძლა. ტრენერად მოწვეული იყო საგადახადო ექსპერტი, ბატონი ლადო ჭაბაშვილი. ბატონი ლადო დამსწრეებს

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, გრძელდება ტრენინგების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და G4G-ის მხარდაჭერილი პროექტის - „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ (RFA # 2017-014) ფარგლებში. ამჯერად ტრენიგები გაიმართა 2017 წლის 11-12 და 20-21 სექტემბერს, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების და ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის თემაზე. კერძოდ, ტრენინგს თემაზე - „აქტივების და ვალდებულებების შეფასების ასპექტები გადახდისუუნარობის