ვაკანსია – აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება; ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ძირითადი მოვალეობები პროექტების მოზიდვა და მართვა; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ასოციაციის ხელმძღვანელობითი ფუნქციების შესრულება, მათ შორის, ასოციაციის ჟურნალის წარმოება, ასოციაციის მართვისა და კონტროლის ორგანოების მიერ მიღებული სხვადასხვა აქტებისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია, აღრიცხვა და აღსრულება. ასევე, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარებისთვის, შესაბამისი
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ჟურნალი №6
იხ.: სიფას ჟურნალი N6
კონფერენცია ,,პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა – სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები”
2018 წლის 18 მაისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ გამართა კონფერენცია თემაზე - ,,პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა - სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები”. კონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე - ზვიად კორძაძე, თავმჯდომარის მოადგილე - ქეთევან ქვარცხავა, თიბისი ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე ეგუტია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი და ჟურნალისტური ეთიკის
მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება სისხლის სამართლის პროცესში – კვლევის პრეზენტაცია
2018 წლის 24 აპრილს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ კვლევის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება მტკიცებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის პროცესში“ პრეზენტაცია გამართა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა (USAID) ლაურა ბერგერმა, უშუალოდ კვლევის შესახებ კი, პროექტის ექსპერტებმა - დავით კვაჭანტირაძემ და ქეთევან ჩომახაშვილმა ისაუბრეს. კვლევა განხორციელდა
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ჟურნალი №5
იხ.: სიფას ჟურნალი N5
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის საერთო კრება N5
2018 წლის 12 აპრილს, სასტუმროში “Radisson Blu Iveria” საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) რიგით მეხუთე საერთო კრება გამართა. საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სიფას განვლილი 4 წლის საქმიანობის ანგარიში, აუდიტის ფინანსური დასკვნა, ისაუბრა სიფას მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. კრების დასასრულს ჩატარდა სიფას მმართველი ორგანოს, კერძოდ გამგეობის წევრების არჩევნები. სულ 16
სიფას ადვოკატების მორიგი წარმატება პრო ბონო საქმიანობის ფარგლებში
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2015 წლიდან ახორციელებს პრო ბონო საქმიანობას იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ კვალიფიციური ადვოკატის დაქირავებისთვის საკმარისი სახსრები და საჭიროებენ იურიდიულ დახმარებას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, სიფა აქტიურად თანამშრომლობს იურიდიული დახმარების სამსახურთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემის მქონე პირებს სიფაში, სიფა კი უზრუნველყოფს მათი საქმის გადაცემას ამავე ასოციაციის რომელიმე წევრი იურიდიული ფირმის
ტრენინგი საგადასახადო სამართალში
2018 წლის 2 მარტს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სასტუმროში „Rooms Hotels Tbilisi” საგადასახადო სამართლის ტრენინგი გამართა. ღონისძიებას უძღვებოდნენ იურიდიული ფირმა BLC-ის პარტნიორი, ქეთევან ქვარცხავა და კომპანია EY საქართველოს საგადასახადო და იურიდიული მიმართულების პარტნიორი, ზურაბ ნიკვაშვილი. ღონისძიებას სიფას წევრი ადვოკატები ესწრებოდნენ, რომლებსაც მომხსენებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოს დაფუძნების, რეორგანიზაციის და დაფინანსების ზოგიერთი საგადასახადო ასპექტის შესახებ. ასევე, ტრენერებმა ისაუბრეს
ტრენინგი საკორპორაციო სამართალში
2018 წლის 9 თებერვალს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi გაიმართა ტრენინგი საკორპორაციო სამართალში. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და პროფესორი გიორგი ჯუღელი. ტრენინგი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორთა უფლებებთან დაკავშირებული დავები, შპს-დან პარტნიორის გარიცხვა და შპს-დან პარტნიორის გასვლა. კერძოდ, ნინო ბაქაქურმა ისაუბრა თანაბარი წილობრივი მონაწილეობით
ლანჩ-მითინგი კორპორატიული ეთიკის საკითხებზე
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2018 წლის 1 თებერვალს, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi ლანჩ-მითინგი გამართა. ლანჩ-მითინგის თემა განისაზღვრა სიფას წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით და იგი შეეხებოდა იურიდიული ფირმების კორპორატიული ეთიკის სტანდარტებსა და ორგანიზაციულ - სამართლებრივი მოწყობის საკითხებს. შეხვედრას უძღვებოდნენ იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე - ზვიად კორძაძე, იურიდიული ფირმა „კორძახია ჟღენტი“-ს პარტნიორი - ირაკლი კორძახია, აღნიშნული ფირმის ადვოკატი -