„პერსონალური მონაცემების დაცვა“ – სიფას ახალი პროექტი
ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ახალი პროექტის -„პერსონალური მონაცემების დაცვა“ განხორციელება დაიწყო.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრთა საერთო კრება
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წევრთა საერთო კრება 2023 წლის 21 ივნისს სასტუმრო „პულმანში“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) რიგით მეცხრე საერთო კრება გამართა. საერთო კრება გახსნა და მის წარმართვას ხელმძღვანელობდა ასოციაციის თავმჯდომარე ქეთევან ქვარცხვა. კრების დასაწყისში, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა წევრებს გააცნო 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და სიფას მიმდინარე პროექტები. ქეთევან ქვარცხავამ კრებას გააცნო მიმდინარე
21 ივნისს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია რიგით მე-9 საერთო კრებას გამართავს
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრთა საყურადღებოდ! 2023 წლის 21 ივნისს სასტუმროში „პულმანი“ (მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #37, თბილისი) გაიმართება საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის რიგით მე-9 საერთო კრება. რეგისტრაცია დაიწყება 10:30 სთ-ზე. დღის წესრიგი: 10:30 - 11:00 - რეგისტრაცია 11:00 - 11:15 - წლიური ანგარიში - ქეთევან ქვარცხავა, ასოციაციის თავმჯდომარე 11:15 - 12:00 -
საქართველოს საერთო სასამართლოების მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მიმართ აშშ-ს მიერ სანქციების ამოქმედების შესახებ
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს, რომ ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილის, ფუნქციის შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირება, სასამართლოსა და მოსამართლეებისადმი პროფესიული წრეების, საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა და კანონის უზენაესობის პრინციპის შეუქცევადად დამკვიდრება. საქართველოს სასამართლო სისტემაში
იურიდიულ კომპანია „ბიჯიაი“-ზე (BGI) განხორციელებული თავდასხმის შესახებ
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გამოხატავს აღშფოთებას მისი წევრი კომპანია „ბიჯიაი“-ს (BGI) მიმართ 14 მარტს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო. აგრესორების ჯგუფმა კომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაუშინა ბეტონის ნატეხები, ყვავილის ქოთნები და ხის ფიცრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განლაგებული სკამებიდან მოამტვრიეს.
საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის განცხადება
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 2023 წლის 27 თებერვალი საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ შეისწავლა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და თვლის, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი