Author: ALFG

იხ: სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანსწორობის უზრუნველყოფისთვის

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“ (სიფა) და სახელმწიფოს მიერ შექმნილი იურიდიული დახმარების სამსახურმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, ზვიად კორძაძემ და მელიტონ ბენიძემ. მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე,

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ მემორანდუმი გააფორმა თავისუფალ უნივერსიტეტთან, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტებთან დადებული მომერანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას მხარეებს შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას და იურიდიული განათლების ხელშეწყობას.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მედიის წარმომადგენლებს შეხვდა სასტუმრო Rooms Hotel Tbilis-ში. ასოციაციის წევრი ცნობილი ადვოკატები, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჟურნალისტებს ორკვირიან ტრენინგებს ჩაუტარებენ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებების შესახებ. ინფორმაციის მოპოვების

2014 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ „არბიტრაჟთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ“ ბიზნეს-ლანჩი გამართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი. შეხვედრაში მონაწილეობა

2014 წლის 5 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ბიზნეს-ლანჩი გამართა თემაზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების აქტუალური საკითხების მიმოხილვა”.